Don't have an account yet?
Register here
Please choose your language

ხშირად დასმული შეკითხვებიFAQ

მიმოხილვა

რა არის Derigo ?

Derigo ქმნის ახალ სამყაროს,რომელსაც სოციალური მოგზაურობა ჰქვია. Derigo-ს მიზანია, გაჩვენოთ ყველა ის ადგილი, ღირსშესანიშნაობა, რესტორანი, სპეციალური ფასდაკლება თუ შეთავაზება და ადგილობრივი ბიზნესი, რომლებსაც მოგზაურები ვერასდროს იპოვნიან ტურისტულ სახელმძღვანელოებში: იმ ადგილებში, სადაც, როგორც წესი, ადგილობრივი მოსახლეობა დადის და მხოლოდ მათ იციან ამის შესახებ. Derigo დაარსდა 2014 წელს, რათა მომხმარებლებისათვის შეეთავაზებინა შემდეგი სერვისი- ალტერნატიული სამოგზაურო პროგრამები,აუთენტური ტურები,სახალისო ღონისძიებები მთელი მსოფლიოდან. სულ ეს არის, მოკლედ ჩვენს შესახებ.

როგორ ფუნქციონირებს ეს ყველაფერი?

Derigo-ს მომხმარებლებს, ადვილად შეგიძლიათ მოიძიოთ საჭირო ინფორმაცია ვებ-გვერდზე. მთავარია, იცოდეთ ადგილი, თუ სად აპირებთ გამგზავრებას. დარეგისტრირებულ მომხმარებლებს კი, შეგიძლიათ ამობეჭდოთ ტურები, ან სულაც იქონიოთ ისინი თქვენს ელექტრონულ ფოსტაში.

შემიძლია მივიღო დამატებითი ინფორმაცია შერჩეული ტურის შესახებ?

Derigo-ს გუნდი გრძნობს,რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა მომხმარებელთათვის. აირჩიე საიტზე გამოქვეყნებული, რომელიმე ტურისტული ადგილი და გამოიყენე ფუნქცია - "ჰკითხე ადგილობრივს", რათა მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია. Derigo ეხმარება მომხმარებლებს სანდო ადგილობრივებთან დაკავშირებაში.

არსებობს რაიმე ფარული საფასური?

არა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვქმნით ტურისტული ადგილების სიას ვებ-გვერდზე. Derigo არის უფასო მომსახურეობის საიტი ყველა ვიზიტორისათვის.

Derigo-ს გამოყენება

როგორ შევცვალო ჩემი პროფილის ინფორმაცია?

სისტემაში შესვლის შემდეგ, გადადით გვერდზე "ჩემი პროფილი". სულ ეს არის ...

რამდენად შემიძლია დარწმუნებული ვიყო, ჩემი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებაში?

Derigo სერტიფიცირებულია უნგრეთის ეროვნული ორგანოს მიერ, მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლებისათვის. აღნიშნული ორგანო, რეგულირდება აქტით- CXII 2011, რომელიც შემოთავაზებულ იქნა ეროვნული ასამბლეის მიერ 2011 წლის 11 ივლისს. ზემოთ ხსენებული აქტი, მრავალმხრივი მნიშვნელობისაა და ეხება მონაცემთა კონტროლისა და მათი გადამუშავების საქმიანობას უნგრეთში. ის , სრულებით ექვემდებარება ევროკავშირის კანონებს. Derigo-მ დააკმაყოფილა უსაფრთხოებისათვის საჭირო სტანდარტები, რათა მოეპოვებინა მომხმარებელთა სანდოობა.თქვენი მონაცემები derigo.me-ს ვებ-გვერდზე პაროლით არის დაცული. ჩვენ ასევე გთავაზობთ , https შესვლას სისტემაში. ასე რომ, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, თქვენი ჯავშნის უსაფრთხოებაში.

შემიძლია მოვიწვიო მეგობრები Derigo-ს გამოსაყენებლად?

რა თქმა უნდა! დაეხმარეთ თქვენს მეგობრებს, შემოუერთდნენ Derigo-ს,ჩვენს facebook ან linkedin გვერდს , სოციალური ქსელის ,ელექტრონული ფოსტისა თუ ტექსტური შეტყობინების საშუალებით.

სად შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი?

მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@derigo.me ან უბრალოდ გვეწვიეთ ოფისში (ბუდაპეშტში). იმედი გვაქვს,რომ თქვენს ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხს, თქვენ კი - მოხარული იქნებით ჩვენი წევრობით.

ტურის შექმნა

როგორ შემიძლია განვაახლო პროფილი, რათა შევძლო ტურების შექმნა?

ეს ისეთივე მარტივია, როგორც 1 2 3. დააჭირეთ საიტის ქვედა,მარცხენა ნაწილში განთავსებულ ფუნქციას "გახდი ტურის შემქმნელი" და მიყევით საფეხურებს.

რა ღირს მოგზაურობის ატვირთვა და მისი რეკლამირება?

ტურის შექმნა და მისი ატვირთვა, საიტის ყველა მომხმარებლისათვის არის უფასო.

მე ვისურვებდი ტურების შექმნასა და მათ ატვირთვას. როგორ გამოვიმუშავებ საფასურს?

როგორც Derigo-ს სამყარო იზრდება სხვადასხვა ტურის შემქმნელებისა თუ მოგზაურებისაგან, თქვენც ასევე, გექნებათ მეტი და მეტი მიღწევები და გეყოლებათ აპლიკანტები. ჩვენი საიტის კონტროლ პანელის გამოყენება მარტივია, უბრალოდ ატვირთეთ ინფორმაცია ,სასურველი ტურისტული ადგილის შესახებ.

შემიძლია დავაწესო ლიმიტი, კლიენტების რაოდენობასთან დაკავშირებით?

რა თქმა უნდა! რედაქტორი გაძლევთ საშუალებას ,გამოიყენოთ შეზღუდვები მონაწილეთა რაოდენობასთან დაკავშირებით, თქვენი ტურისტული ადგილიდან გამომდინარე.

მთავარ გვერდზე დაბრუნება
Become a trip creator
 
By clicking the "Start Creating Trips" button you agree Derigo.me's Terms of Use and Privacy Policy.